ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.876
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №871
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ და ,,ჰ1“ ქვეპუნქტების, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის №105 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. თბილისის №185 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. თბილისის №105 საჯარო სკოლასთან ქ. თბილისის №185 საჯარო სკოლის მიერთების გზით.
2. რეორგანიზებულ იქნეს ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. ზუგდიდის ნ. გაფრინდაშვილის სახელობის №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლასთან ქ. ზუგდიდის ნ. გაფრინდაშვილის სახელობის №5 საჯარო სკოლის მიერთების გზით. ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლას შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №5 საჯარო სკოლა.
3. შეუწყდეთ უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზირებულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2007 წლის 6 ნოემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. დიდებულიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2007.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 26.09.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №871. სარეგისტრაციო კოდი — 430.030.000.22.022.010.876.
- სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“, №871, 26.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.876 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73138/