„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№815
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.009.234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 128, 18/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.009.234

საქართველოსგანათლებისადამეცნიერების

მინისტრის ბრძანება№815

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს გორის რაიონის №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს გორის რაიონის №10 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

2. რეორგანიზებულ იქნეს ქ. ქუთაისის სკოლები შემდეგი სახით:

ა) ქ. ქუთაისის №39 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ქუთაისის №40 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ) ქ. ქუთაისის №42 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

3. შეუწყდეს უფლებამოსილება გორის რაიონის №13 საჯარო სკოლის, გორის რაიონის №10 საჯარო სკოლის, ქ. ქუთაისის №39 საჯარო სკოლის, ქ. ქუთაისის №40 საჯარო სკოლის, ქ. ქუთაისის №42 საჯარო სკოლისა და ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს და 2006 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.09.2006.
როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”?
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ” მიღებულია 13.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №815. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.22.022.009.234.
სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.09.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”, №815, 13.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.009.234 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66544/