,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№375
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.011.781
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 24/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.781

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №375

2008 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქუთაისის №43 საჯარო სკოლა-პანსიონი, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლასთან ქ. ქუთაისის №43 საჯარო სკოლა-პანსიონის მიერთების გზით.

2. შეუწყდეს უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზირებულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2008 წლის 16 მაისამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ““?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.04.2008.
როდის იქნა მიღებული „,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ““?
„,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ““ მიღებულია 22.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №375. სარეგისტრაციო კოდი — 430.030.000.22.022.011.781.
სად არის „,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ““, №375, 22.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.011.781 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77494/