თევზის მეურნეობის დეპარტამენტ “საქთევზის“ დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.11.113.004.729
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძ ა ნება №2-53
2001 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
თევზის მეურნეობის დეპარტამენტ “საქთევზის“ დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს დეპარტამენტ “საქთევზის” დებულება (დანართი №1) და ხარჯთა ნუსხა (დებულება №2).
2. დეპარტამენტმა “საქთევზ მა” (ო. აბდუშელიშვილი) უზრუნველყოს ბრძ ა ნების სახელმწიფო რეგისტრაცია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონ ი ს მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მერუნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 14 ია ნ ვრის №2-16 ბრძ ა ნება “თევზისა მეურნეობის დეპარტამენტ “საქთევზის” დებულების დამტკიცების შესახებ”.
4. კონტროლი ბრძ ა ნების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ნ. დუჩიძემ.
დ. კირვალიძე
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ “საქთევზის“
დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტი “საქთევზი” (შემდგომში–დეპარტამენტი) შექმნილია “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით. მისი ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, კოსტავას ქ. №41.
2. დეპარტამენტი არის სახელმწიფო საქვეუწ ყ ებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მეთევზეობაში საქართველოში მოქმედი კანონების, სამინისტროს ბრძანებების და ამ დებულების საფუძველზე.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმ ძ ღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. დეპარტამენტს აქვს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკი საკუთარი ემბლემით. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
,,II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
5. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სათევზმეურნეო საწარმოთა და ორგანიზაციათა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიუხედავად;
ბ) თევზის რესურსების (ზღვა, შიდა წთლები) მაქსიმალური ათვისება, თევზისა და თევზის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოთენება;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) მეთევზეობის საინვესტიციო პროგრამის შემუშავება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ე) მეთევზეობის კვალიფიცირებული სპეციალისტების სათევზმეურნეო საწარმოებში გამოყენების ხელშეწყობა;
ვ) სახელმწიფო მოთხოვნების უზრუნველსა ყ ოფად თევზის პროდუქციის წარმოება და მიწოდება.
III. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი
6. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) სათევზმეურნეო საწარმოთა შექმნისა და მათ მიერ პროდუქციის წარმოებაში პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწ ყ ობა, ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება. სხვა უწ ყ ებებთან ერთად თევზის მარაგების დადგენაში მონაწილეობა;
ბ) სათევზმეურნეო საწარმოთა ერთიანი ჩამონათვალის წარმოება, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე;
გ) სათევზმეურნეო საწარმოებში თევზის ინკუბაციის ჩატარების, სასაქონლო თევზის გამოზრდის, დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონის ძ იებების გატარების რეკომენდაციების შემუშავება და და ყ ვანა;
დ) მეთევზეობის მეურნეობებისათვის საბაზრო კონიუნქტურის სისტემატური შესწავლა და ინფორმაციის მიწოდება არსებული სიტუაციისა და ტენდენციების შესახებ;
ე) არსებული სათევზმეურნეო საწარმოების აღდგენისა და განვითარებისათვის პერსპექტიული გეგმების შედგენა;
ვ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგინოს პროექტები და წინადადებები კანონპროექტების, ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო ბიუ ჯ ეტის, სახელმწიფო პროგრამებისა და სხვათა შესამუშავებლად;
ზ) დადგენილი წესით შეაქვთ წინადადებები ზემდგომ ორგანოებში გადაწ ყ ვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
თ) განახორციელოს “მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი იმ საწარმოთა და სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია დეპარტამენტისათვის.
IV. დეპარტამენტის ხელმყღვანელობა და სტრუქტურა
7. დეპარტამენტს ხელმ ძ ღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით.
9. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს მოადგილესა და სხვა მუშაკთა შორის, ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს არსებული კანონის დაცვით. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციით მიკუთვნებულ საკითხებზე.
10. დეპარტამენტი მეთოდურ დახმარებას უწევს ქვე ყ ანაში სათევზმეურნეო საწარმოებსა და ორგანიზაციებს.
V. დასკვნითი დებულებები
12. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ, კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ “საქთევზის” 2001 წლის ბიუ ჯ ეტის პროექტი
| № | ხარჯების დასახელება | თანხა | შენიშვნა |
| 1. | მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება | 5 746 |
|
| 2. | დამქირავებლის ანარიცხები | 2 021 |
|
|
| მ.შ. სოცდაზღვევა | 1 796 |
|
|
| ჯანდაცვა | 170 |
|
|
| დასაქმება | 55 |
|
| 3. | მივლინება ქვეყნის შიგნით | 3 200 |
|
| 4. | მომსახურეობისა და სამეურნეო ხარჯები | 6 000 |
|
|
| ოფისის ხარჯები | 3 500 |
|
|
| კომუნალური ხარჯები | 2 500 |
|
|
| სულ | 16 970 |
|