სამედიცინო დაწესებულებათა ლიცენზირების პროცესის ოპტიმიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.030.000.22.035.006.957
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №357/ნ
2004 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებათა ლიცენზირების პროცესის ოპტიმიზაციის შესახებ
,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,რ“ პუნქტისა და ,,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტისა და მე-4 მუხლის შესაბამისად, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 23 მაისის №119/ნ და 2004 წლის 22 იანვრის №18/ნ ბრძანებების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულმა ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები და ახორციელებენ სამედიცინო საქმიანობებს უვადო ლიცენზიების საფუძველზე, 2005 წლის 1 მარტამდე უნდა მიმართონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს და წარმოადგინონ ყველა ლიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობით, კერძოდ ,,პასპორტით“ გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტაცია (სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის გარეშე), და იმავე საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, ლიცენზიის დანართი და სალიცენზიო ბარათები.
2. დაევალოს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს:
ა) ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ლიცენზიის მფლობელთა საინფორმაციო-საკონსულტაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ბ) ლიცენზიის მფლობელთაგან შემდეგი სახის დოკუმენტაციის ერთი ეგზემპლარის მიღება, აღრიცხვა და შენახვა:
ბ.ა) ინფორმაცია კადრების შესახებ;
ბ.ბ) ინფორმაცია სამედიცინო ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;
ბ.გ) ინფორმაცია შენობის შესახებ;
ბ.დ) ინფორმაცია იმ მინიმალური ნოზოლოგიების, გამოკვლევებისა და სამუშაო მოცულობის შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ სამედიცინო საქმიანობაზე;
ბ.ე) გაცემული უვადო ლიცენზიების, ლიცენზიის დანართის და სალიცენზიო ბარათის დედნები;
გ) უზრუნველყოს ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილ სამედიცინო საქმიანობებზე ახალი სალიცენზიო მოწმობის ფორმების შევსება, გაცემა და ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის.
3. უზრუნველყონ:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტების უფროსებმა ბრძანების დაყვანა ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელამდე;
ბ) საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტმა (გ. კერვალიშვილი) ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების ფინანსური უზრუნველყოფა, ხოლო სამინისტროს აპარატმა (ი. ლობჟანიძე) ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მატერიალური უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციამ (გ. თვალავაძე) ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დაცვაზე კონტროლი.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ნ. ფრუიძეს.
5. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი