ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/617
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.008.911
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 21/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 7 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (7)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.008.911

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/617

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 8 ოქტომბრის №01/01-01/133 ბრძანება „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“;

ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 1999 წლის 2 ნოემბრის №85 ბრძანება „საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება“ მარშრუტზე ტარიფების შესახებ“;

გ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 8 ოქტომბრის №63 ბრძანება „საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები“;

დ) საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანება „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“;

ე) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 26 დეკემბრის №72 ბრძანება „საავიაციო სფეროში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ვ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 7 ივლისის №35 ბრძანება „საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების  მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

თ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 13 აგვისტოს №49 ბრძანება „საზღვაო დარგში მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ი) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2006.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 17.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/617. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.024.008.911.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 7 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №1-1/617, 17.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.008.911 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65518/