„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №20

1999 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქნილი სატარიფო პოლიტიკის გატარებისა და ტარიფების კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვნად ამაღლების, ტვირთნაკადების გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ I-ლი მუხლის მე-7 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, აგრეთვე საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების“ II კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ზედა ზღვრული სატარიფო

განაკვეთები“.

2. „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების“ II კარის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ზედა ზღვრული სატარიფო განაკვეთები“.

3. ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებმა აღნიშნული ზედა ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით დამოუკიდებლად აწარმოონ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების“ II კარში აღნიშნული სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების რეგულირება.

4. ფოთისა (ჯ. ინაიშვილი) და ბათუმის (ჯ. ნინიძე) საზღვაო ნავსადგურების უფროსებმა:

დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების დადგენილ რეგულირებისას განახორციელონ ტარიფებში მოსალოდნელი ცვლილებების ერთი თვით ადრე საჯარო გამოცხადება.

5. დაევალოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციას:

ა) ბრძანების შესრულებაზე კონტროლი;

ბ) ფასების ყოველი კონკრეტული ზღვრული განაკვეთების შესახებ წინადადებების შემუშავება.

6. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი მერაბ ადეიშვილი