იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.10.2002 ძალადაკარგული 17.07.2006
ნომერი
№01/01-01/133
სარეგისტრაციო კოდი
300320000.11(1).040.005531
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 15/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.11.104.005.531

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის

ბრძანება №01/01–01/133

2002 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 7 და 10) და საქართველოს პრეზიდენტის ა/წ 9 მარტის №282 განკარგულების ,,2001 წლის საქართველოს ეკონომიკური ფუნქციონირების ძირითადი შედეგებისა, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირების უახლესი ამოცანების შესახებ” (მუხლი 1, პუნქტი ,,დ”) თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს იმ საქონლის (მომსახურების) ნუსხა, რომელზეც უნდა გავრცელდეს ფასების სახელმწიფო რეგულირება:

ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და მიწოდების (მწარმოებელი და გამანაწილებელი კომპანიებისათვის, აგრეთვე სამომხმარებლო ტარიფი ცალ-ცალკე) ტა-რიფები;

ბ) ნავთობის ტრანსპორტირება მაგისტრალური მილსადენების გამოყენებით;

გ) ელექტროენერგიის მიწოდების (მწარმოებელი და გამანაწილებელი კომპანიებისათვის, აგრეთვე სამომხმარებლო ტარიფი ცალ-ცალკე), გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფები;

დ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით და/ან სახელმწიფო სტანდარტებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ტარიფი; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების ფასი;

ე) კავშირგაბმულობის სფეროში გაწეული მომსახურების ფასები (ტარიფები);

ვ) სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მომსახურების ტარიფი, საზღვაო ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ტარიფი და მცურავი საშუალებების მომსახურების ტარიფი;

ზ) საჰაერო მოძრაობის მარშრუტზე სადისპეტჩერო მომსახურების ფასი (ტარიფი);

თ) სააეროდრომო სადისპეტჩერო მომსახურების ფასი (ტარიფი);

ი) ავტოტრანსპორტის ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკური დათვალიერებისა და დიაგნოსტიკური შემოწმებისათვის გაწეული მომსახურების ტარიფები;

კ) საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ტარიფი;

ლ) ,,საქპატენტის” მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების ფასი (ტარიფი);

მ) საგადასახადო მიზნებისთვის ბნებრივი რესურსების ფასები;

 ნ) სამინისტროებისა და უწყებების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები (ფასები).

2. ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ რეგულირდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ფასები (წყალმომარაგების საწარმოების მომსახურება; ტექაღრიცხვის ბიუროს მომსახურების ფასები; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; საქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; ლიფტების მომსახურება).

3. ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ,,ბ” ქვეპუნქტი რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე; ,,ე” ქვეპუნქტს არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ,,ვ”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები რეგულირდება სატრანსპორტო სფეროს შესაბამისი ადმინისტრაციის მიერ და ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო; ,,ი” ქვეპუნქტი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონის საფუძველზე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანება.

5. ბრძანება ძალაში შედის მის ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაჩეჩილაძე