,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№131/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.22.035.012.984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 10/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 5 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (5)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.22.035.012.984

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №131/ნ

2009 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა და მომსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 თებერვლის №81/ნ ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №225/ნ ბრძანება;

გ) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №226/ნ ბრძანება;

დ) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №122/ნ ბრძანება;

ე) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 4 ოქტომბრის №261/ნ ბრძანება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2009.
როდის იქნა მიღებული „,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““?
„,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““ მიღებულია 08.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №131/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.080.22.035.012.984.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 5 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ““, №131/ნ, 08.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.22.035.012.984 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83194/