საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.10.2002 ძალადაკარგული 17.07.2006
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
310050000.11(1).150.005528
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 15/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 310.050.000.11.115.005.528

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №63

 2002 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქაერონავიგაციისა და საქართ ვ ელოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები

 „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, 22-ე და 23-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2001 წლის 15 ივნისის №235 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. დამტკიცდეს თანდართული „საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში სააეროდრომო-სადისპეტჩერო მომსახურების ტარიფები”.  

 2. ბრძანება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით

ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი

დანართი

საქართველოში საქაერონავიგაციის აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები

1. საქართველოში საქაერონავიგაციის აფრენა-დაფრენის მომსახურებისათვის:

ა) იმ ხომალდებისათვის, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 14 ტონას – 7,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ბ)    იმ ხომალდებისათვის, რომლთა მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 14 ტონას – 2,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2. არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო სათადარიგო აეროდრომზე დაშვებისას, ტექნიკური გაუმართაობისას ან ისეთი სიტუაციისას, როგორიცაა „ავადმყოფი ბორტზე, საჰაერო ხომალდის საცდელ-სავარჯიშო ფრენები აეროდრომის რაიონში, რადიო-ნავიგაციურ მოწყობილობათა შემოფრენა” აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება 4 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე.

3. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში – ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით.

4. მომსახურების ტარიფის გადახდისაგან გადამზიდველი გათავისუფლებულია საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, უბედური შემთხვევისას თვითვმფრინავის დაშვების დროს და საჰაერო დაშვებისას საგანგებო ვითარებაში.

                                                                                                              დანართი

საქართველოს აეროპორტებში (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, სენაკის, თელავის) აფრენა-დაფრენის სააეროდრომო-სადისპეტჩერო მომსახურების ტარიფები

 1. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის სააეროდრომო-სადისპეტჩერო მომსახურებისათვის დამტკიცდეს შემდეგი ტარიფები:

 ა) იმ ხომალდებისათვის, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 14 ტონას – 7,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო იმ ხომალდებისათვის, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს ფარგლებში 5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე;

ბ) იმ ხომალდებისათვის, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 14 ტონას – 2,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

 გ) არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო სათადარიგო აეროდრომზე დაშვებისას, ტექნიკური გაუმართაობისას ან ისეთი სიტუაციისას, როგორიცაა „ავადმყოფი ბორტზე, საჰაერო ხომალდის საცდელ-სავარჯიშო ფრენები აეროდრომის რაიონში, რადიონავიგაციურ მოწყობილობათა შემოფრენა” აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება 4 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე.

2.    მომსახურების ტარიფის გადახდისაგან გადამზიდველი გათავისუფლებულია საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, უბედური შემთხვევისას თვითმფრინავის დაშვების დროს და საჰაერო დაშვებისას საგანგებო ვითარებაში.

3. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში – ლარში, მომსა­ხუ­რე­ბის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით.

 

საქართველოს აეროპორტებში (თბილისის, ფოთის, სენაკის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის) საჰაერო ხომალდების მომსახურების ღირებულება მაქსიმალური ასაფრენი მასის 1 ტონაზე

ხარჯების დასახელება

თანხა

ლარი

თანხა

დოლარი

1

ხელფასი

4,54

2,22

2

სოცგადასახადი 27%

1,23

0,6

3

დასაქმების ფონდი 1%

0,05

0,02

4

სამედიცინო დაზღვევის ფონდი

0,14

0,07

5

წყლის ხარჯი

0,17

0,08

6

ელენერგიის ხარჯი

0,17

0,08

7

საწვავის ხარჯი

1,23

0,6

8

ავტოტრანსპორტის შენახვის ხარჯი

0,6

0,3

9

კავშირგაბმულობის ხარჯი

0,14

0,07

10

შენობა-ნაგებობათა შენახვის ხარჯი

0,7

0,35

11

სამივლინებო ხარჯები

0,04

0,02

12

ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია

2,68

1,33

13

არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია

0,07

0,04

14

სხვადასხვა საწარმოო ხარჯები

0,49

0,24

15

ზედნადები ხარჯები

0,1

0,06

16

რეგულირების საფასური

0,6

0,3

17

სულ

12,95

6,15

 

საგზაო ფონდი 1%

0,13

0,06

18

სამეწარმეო გადასახადი 1%

0,13

0,06

19

რენტაბელობა 20%

2,09

1,04

20

სულ დღგ-ი ს გარეშე

15,30

7,50

 

აფრენა-დაფრენის სააეროდრომო დისპეტჩერული

მომსახურებისათვის ხარჯების კალკულაცია

(სხ მაქსიმალური ასაფრენი მასის 1 ტონაზე)

შპს „საქაერონავიგაცია”

ცხრილი 4

ხარჯების სახეობანი

ხარჯები აფრენა-დაფრენისათვის

სულ

1 ტონაზე

ათ. ლარი

ლარი

$

I

პირდაპირი ხარჯები

1425,3

5

2,5

1

მასალები და სათადარიგო ნაწილები

133,8

0,6

0,3

2

ელ. ენერგია, წყალი

187,5

0,6

0,3

3

არხების არენდა, კავშირგაბმულობა

42,0

0,2

0,1

4

საწვავ-საცხები მასალები

55,9

0,2

0,1

5

ავიამეტეოცენტრი

14,8

0,2

0,1

6

სამივლინებო ხარჯები

209,5

0,4

0,2

7

კადრების გადამზადება

152,7

0,4

0,2

8

გადასახადები

197,5

0,6

0,3

9

რეგულირების საფასური

144,3

0,6

0,3

10

კრედიტის გადასახადის %

187,3

1,2

0,6

II

ძირითადი ფონდების ამორტიზაცია

953,4

4,1

2,0

III

შრომის ანაზღაურების ფონდი

813,8

3,4

1,7

IV

ანარიცხები სოც. უზრუნველყოფაზე

252,3

1,1

0,5

V

ქონების დაზღ. გადასახ.

169,3

0,7

0,4

VI

ზედნადები ხარჯები

189,4

0,8

0,4

 

სულ მომსახურების გადასახადი

3803,5

15

7,5