მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ ,,აბრეშუმის სახლის" შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №607

1998 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ „აბრეშუმის სახლის“ შექმნის შესახებ

ქვეყანაში მეაბრეშუმეობის დარგობრივ მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ექსპონატების, წიგნადი ფონდის შენარჩუნება-გაფართოებისა და დარგის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსულის წარმოჩენის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება და ქ.თბილისში, ცაბაძის ქ.№6-ში მდებარე „აბრეშუმის სახლის“ შენობაში განთავსებული მეაბრეშუმეობის დარგობრივი მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნას სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება–  მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი „აბრეშუმის სახლი“.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) დადგენილი წესით დაამტკიცოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ „აბრეშუმის სახლის“ დებულება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი) 1999 წლიდან გაითვალისწინოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ „აბრეშუმის სახლის“ დაფინანსება.

4. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხაში შეტანილ იქნეს საქვეუწყებო დაწესებულება – მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი „აბრეშუმის სახლი“.

ე. შევარდნაძე