,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 25/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

2004 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, სახელმწიფოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ტერიტორიაზე დეკრეტული დროის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №636 ბრძანებულება.

2. 2004 წლის 27 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდეს დეკრეტული დრო, შემოღებულ იქნეს სასარტყელო (გეოგრაფიული) დრო და 27 ივნისის 03 საათზე მოხდეს საათის ისრების გადაწევა ერთი საათით უკან.

3. მიეცეთ რეკომენდაცია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს სამუშაოს დაწყების დრო გადაიტანონ ერთი საათით ადრე.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი სამდივნოსათვის ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2004.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``“?
„,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``“ მიღებულია 24.05.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №177. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.002.
სად არის „,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``“, №177, 24.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35362/