საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№425
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 03/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №425

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ

1. ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №244–IIს დადგენილების გათვალისწინებით, ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 აგვისტოს №408 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საომარი მდგომარეობა გაუქმდეს ვადამდე, 2008 წლის 4 სექტემბრიდან.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულება;

ბ) ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 აგვისტოს №408 ბრძანებულება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე.ტყეშელაშვილი) საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში.

მ. სააკაშვილი