საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №408
2008 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, ევროკავშირისა და მისი თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის მხარდაჭერითა და გარანტიით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებენ ცეცხლის საბოლოო შეწყვეტას და სამხედრო ძალების დაბრუნებას სამხედრო დაპირისპირებამდე არსებულ პოზიციებზე საქართველოს მიერ სრულად და უპირობოდაა შესრულებული. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია იგნორირებას უკეთებს მის მიერ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ პუნქტებში ჯერ კიდევ იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის სამხედროები და საბრძოლო ტექნიკა, რომელთაც კვლავ უკანონოდ აქვთ დაკავებული დასახლებული პუნქტები, მიზანმიმართულად ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას – შენობებს, გზებსა და ხიდებს, ფოთის პორტს და მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს, ნაღმავენ და აფეთქებენ სამხედრო ობიექტებს, ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თავისუფალ გადაადგილებას, აბრკოლებენ ჰუმანიტარული ტვირთების მოძრაობას.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვრჩებით რა შეთანხმებით განმტკიცებული ცეცხლის უპირობო შეწყვეტის პრინციპის ერთგული სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოს სუვერენიტეტის სათანადო გარანტიების შექმნამდე, ,,საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 23 აგვისტოს №242–რს დადგენილების გათვალისწინებით:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2008 წლის 8 სექტემბრამდე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი) საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“?
- „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ მიღებულია 23.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №408. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.09.2008-დან.
- სად არის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“, №408, 23.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1264907/