ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №638
1999 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ 1950 წლის ევროპის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად:
1. დაეკისროს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ევროსაბჭოს ორგანოებთან სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქცია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
2. გაიზარდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა ორი თანაწ ა რმომადგენლის, მრჩევლისა და სპეციალისტის საშტატო ერთეულით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს აღნიშნული საშტატო რიცხოვნობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები.
4. შესაბამისმა უწყებებმა წარუდგინონ სახელმწიფოს წარმომადგენელს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მასალა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თაობაზე, საქართველოს ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი) მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს აღნიშნული სამსახურის დებულება და წარმოადგინოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის N346 ბრძანებულებაში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.12.1999.
- როდის იქნა მიღებული „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ“?
- „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ“ მიღებულია 02.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №638. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.001..
- სად არის „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.1999 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ“, №638, 02.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113338/