საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 01/04/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №105

2003 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური  ინვესტიციების  ფონდის  დებულებისა და  სამეთვალყურეო  საბჭოს  შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №283 ბრძანებულება.

3. „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულების   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

დავით გზირიშვილი – ინტერსექტორული კვლევის ჯგუფის გამგეობის წევრი

ნელი გურგენიძე – საერთაშორისო ასოციაციის  – „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ – ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

იაგორ კალანდაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი

ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

მერაბ შარაბიძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.“

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2003.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.03.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“, 28.03.2003, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1251066/