საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№398
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 29/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№398

2005 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა რეორ­გა­ნიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუ­შავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემ­დე­გი შემადგენლობით:

კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ბოძაშვილი      - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე -საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ლადო ლომსაძე -საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

პეტრე მამრაძე   -საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე       -საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ზაზა ჭელიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

2. კომისიამ შეისწავლოს საქართველოს პრეზიდენტის გამ­გებლობაში არსებულ შემდეგ სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულებათა ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხი:

ა) საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტი­კისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრი;

გ) ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა;

დ) სწავლულ ექსპერტთა საბჭო.

3. ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადე­ბები ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა შესახებ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზი­დენ­ტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხის შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის №169 განკარგულება.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ.ნოღაიდელი