საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№679
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №679

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საპრეზიდენტო  სუბსიდიის  დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო განისაზღვროს იმ ორგანიზაციად, რომელზეც „მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ვრცელდება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა.

2. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად განსაზღვროს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე ან/და შესაბამისი ანაზღაურებით მოახდენენ ვაუჩერების გადაცემას ბენეფიციარებისათვის სააგენტოსა და მათ შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში მოიძიოს საჭირო თანხები ამ განკარგულებით გათვალისწინებულ პირთა (მუშაკთა) მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისათვის.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2007.
როდის იქნა მიღებული „საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“?
„საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 13.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №679. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საპრეზიდენტო სუბსიდიის დარიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“, №679, 13.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2209037/