თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №327
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესახებ
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს მოსაზღვრე დასავლეთის ქვეყნებიდან სომხეთის, აზერბაიჯანისა და შუა აზიის ქვეყნებში ტრანზიტული ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობა. ამ მარშ რ უტით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება თბილისის შემოვლითი გზით, რომლის ცალკეულ მონაკვეთებს ესაჭიროება რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია შეუფერხებელი ტრანზიტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
თბილისის შემოვლითი გზის ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მოწესრიგების სამუშაოთა შესრულების მიზნით:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2007 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის შემოვლითი გზის 5,4 კმ სიგრძის მონაკვეთს (მე-9 კმ-დან მე-14 კმ-მდე).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2007 წელს უზრუნველყოს თბილისის შემოვლითი გზის 3,1 კმ სიგრძის დაზიანებული მონაკვეთის (მე-15 კმ-დან მე-17 კმ-მდე) რეკონსტრუქციის სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, რომლის დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-რუისის მონაკვეთის (81-ე კმ-დან 95-ე კმ-მდე) რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისათვის“გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო პროექტის რეალიზაცია განახორციელოს 2008 წლის ბოლომდე;
ბ) რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულებამდე უზრუნველყოს ამ მონაკვეთზე დროებითი სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელება თბილისის შემოვლითი გზის მთელ სიგრძეზე ავტოტრანსპორტის განვლადობის შედარებით გაუმჯობესებისათვის.
3. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას 2007 წელს განიხილოს და გადაწყვიტოს თბილისის შემოვლითი გზის ზაჰესის (1-ლი კმ-დან მე-4 კმ-მდე) დასახლებაში (ავჭალის, ყოფილი ულიანოვის ქუჩაზე) მდებარე გამავალი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხი, რომლის შემდგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელოს გზის ამ მონაკვეთის სავალი ნაწილის საგზაო სამოსის რეაბილიტაცია.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი