ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №231
2007 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ ბაზალეთის ტურისტულ ცენტრს დიდი მიშვნელობა ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამჟამად მისი მშენებლობა დამთავრების სტადიაშია, ამასთან, ბაგისჭალიდან დუშეთის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, დღის წესრიგში დადგა ბაგისჭალა-დუშეთის საავტომობილო გზიდან ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსამდე მისასვლელი 1,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხი. იმის გამო, რომ აღნიშნული გზა არ შედის საერთო სარგებლობის გზების ქსელში, მისი რეაბილიტაციის მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ივლისამდე უზრუნველყოს აღნიშნული გზის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულება.
2. სამუშაოს მოკლე ვადაში დასრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. სამუშაო დაფინანსდეს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
4. სამუშაოს დასრულების შემდგომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განიხილოს ბაზალეთის კომპლექსთან მისასვლელი გზის საერთო სარგელობის გზების ქსელში ჩართვის შესაძლებლობის საკითხი.
პრემიერ-მინისტრი ზ.ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“?
- „ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“ მიღებულია 16.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №231. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“, №231, 16.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2053138/