იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№247
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №247

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2013 წელს უზრუნველყოს იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის საუწყებო დანიშნულებიდან გამომდინარე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადასაცემად.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2013.
როდის იქნა მიღებული „იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“?
„იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ მიღებულია 15.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №247. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“, №247, 15.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2209606/