სს „თბილსრესის” №3 ენერგობლოკის ფუნქციონირებისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №376
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
სს „თბილსრესის”№3 ენერგობლოკის ფუნქციონირებისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ
მიმდინარე წელს ენგურჰესზე შესრულებული გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ენგურჰესის გაჩერებამ, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჟინვალჰესის გაჩერებამ და შაორისა და ძევრის ჰიდროელექტროსადგურებზე წყლის მინიმალურმა შემოდინებამ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოქმნა მნიშვნელოვანი წყალნაკლებობა.
ამა წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავებში წყლის სათანადო დონის მიღწევის, საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისა და მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად სს „თბილ-სრესის” №3 ენერგობლოკის ამოქმედების მიზნით:
1. მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
ა) სს „თბილსრესის” №3 ენერგობლოკისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის ღირებულების დასაფარავად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” შესაბამისი ფინანსური რესურსი მიმართა ,,გაზპრომის” ანგარიშზე;
ბ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ შეძენილი ბუნებრივი გაზი მიიღო სს „თბილგაზმა”, რომელმაც თავის მხრივ უზრუნველყო მიღებული ბუნებრივი გაზის შესაბამისი ოდენობის სს „თბილსრესისათვის” მიწოდება №3 ენერგობლოკის ფუნქციონირების მიზნით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილი საერთო ასიგნებებიდან 4,8 მლნ (ოთხი მილიონ რვაასი ათასი) ლარი გამოყოს საკრედიტო რესურსად და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სს „თბილსრესთან” აღნიშნულის თაობაზე სათანადო სასესხო ხელშეკრულება №3 ენერგობლოკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის იმპორტის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 2007 წლის 1 სექტემბერი, სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარ-გლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განწერასა და ხარჯვის ლიმიტებში.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებიდან 4,8 მლნ ლარი მიზნობრივად გადაურიცხოს სს „თბილსრესს”, რომელიც თავის მხრივ მიღებულ სახსრებს მიმართავს №3 ენერგობლოკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი