სს „თბილგაზის” ფუნქციონირების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 01/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №159

2006 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

სს „თბილგაზის” ფუნქციონირების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ენერგო­სექტორში შექმნილი ექსტრემალური ვითარების გამო წარმოქმნილ ვალდებულებათა ფინანსური უზრუნველყოფისა და ქალაქ თბილისის მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების შენარჩუნების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი):

ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგ­ნებებიდან საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 იანვრის № 22 განკარგულებით განსაზღვრული პირობებით სს „თბილ­გაზს” მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან იმპორტირებული გაზის ფასთა სხვაობის დეფიციტის ასანაზღაურებლად გამოუყოს საბიუჯეტო კრედიტი 361 407 (სამას სამოცდაერთი ათას ოთხას შვიდი) ლარი;

ბ) იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის რეს­პუბლიკიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით იმპორტირებული ბუნებრივი გაზის მთლიანი მოცულობა მიეწოდა სს „თბილგაზს”, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის № 34 და 9 თებერვლის № 68 განკარგულებებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის  გაცემული სესხები,  შესაბამისად – 3 920 000 (სამი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) და 1 080 000 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათასი) ლარი ამ განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით გადაუფორმოს სს „თბილგაზს”;

გ) სს „თბილგაზს”, მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მიმდინარე წლის აპრილში ბუნებრივი გაზის შეუფერხებელი მოწოდების უზრუნველყოფისათვის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ამ სამინისტროსათვის გამოყოფილი საერთო ასიგნებების ფარგლებში გამოუყოს 3 838 593 (სამი მილიონ რვაას ოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით საბიუჯეტო სესხი საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 იანვრის № 22 განკარგულებით განსაზღვრული პირობებით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსი­შვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

      

პრემიერ-მინისტრი       ზ. ნოღაიდელი