„საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №68
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის განხორციელების თაობაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის № 34 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის განსახორციელებლად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“და სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის“საკრედიტო რესურსად გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, საიდანაც 3 920 000 (სამი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) საკრედიტო რესურსის სახით გამოეყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ღონისძიების დასაფინანსებლად, ხოლო 1 080 000 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათასი) ლარი – სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ირანიდან გაზის იმპორტისა და ტრანზიტის ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი