„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ნამახვანის ჰესების კასკადის, ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, აგრეთვე შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს:
ა) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 8 125 000 (რვა მილიონ ას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 437 500 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი;
გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასებისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №176. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №176, 05.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2051568/