სს „თბილსრესის” №3 და №4 ენერგობლოკების რეაბილიტაციის ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 16/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №216

2006 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სს „თბილსრესის” №3 და№4 ენერგობლოკების რეაბილიტაციის ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 ივნისის № 218 და 23 სექტემბრის № 395 განკარგულებებით განსაზღვრულ ღონის­ძიებათა შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ ენერგეტიკის სამინის­ტროსათვის გამოყოფილი საერთო ასიგნებიდან სესხად გამოუყო სს „თბილსრესს” 13 913,3 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით. კომპანია „ელიტტექ­ნოსტროის” მიერ სს „თბილსრესთან” გაფორმებული ხელშეკ­რულების თანახმად № 3 და № 4 აგრეგატების რეაბილიტაციის სამუ­შაოები დამთავრებულია და 250-260 მვტ საერთო სიმძლავრის ენერგობლოკები გადაცემულია საექსპლუა­ტაციოდ. ამასთან, მიმდი­­­ნარე წელს № 3 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატზე საჭირო შეიქმნა დამატებით სამუშაოთა შესრუ­ლება, რომლის მოცულობამ სათანადო დეფექტაციის აქტის მიხედვით შეადგინა 699,896 (ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი) ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით.

აღნიშნულ სამუშაოთა დასაფინანსებლად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსების გამოყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ საერთო ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და სს „თბილ­სრე­სის” № 3 ენერგობლოკის სარეაბილიტაციოდ გათვალისწი­ნე­ბულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამო­ყოს 699,896 (ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდა­თექვსმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით და გამოიყენოს იგი საკრედიტო რესურსად სს „თბილსრესის” მიერ № 3 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის რეაბილიტაციის მიზნით 2006 წელს სს „ელიტტექ­ნოსტროისთან” დამატებით გაფორმე­ბული ხელშეკრულების დასაფინან­სებლად.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხა გაიცეს 15-წლიანი კრედიტის სახით საქართველოს სტატის­ტიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილ საშუალო წლიურ ინფლაციის დონეს პლუს ერთი პროცენტი სარგებლის დარიცხვით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „თბილ­სრესთან” გააფორმონ შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულება ამ განკარგულებით განსაზღვრული პირობების გათვალის­წინებით.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი