სს „თბილსრესის” №3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 23/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობს

განკარგულება№395

2005 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „თბილსრესის” №3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 ივნისის №218 განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილი საერთო ასიგნებიდან სესხად გამოუყო სს „თბილსრესს“ 9 157 275 (ცხრა მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათხუთმეტი)დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით. კომპანია „ელიტტექნოსტროის“მიერ სს „თბილსრესთან“გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად №3 და №4 აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ფაზაში შევიდა და ამ ობიექტების ჩაბარება დაგეგმილია მიმდინარე წლის 30 სექტემბერს და 20 ოქტომბერს. ამასთან, ობიექტებზე მუშაობის პერიოდში აღმოჩენილი გაუთვალისწინებელი სამუშაოების კომისიურად შესწავლის შედეგად აუცილებელი გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რომელთა მოცულობა სათანადო დეფექტაციის აქტების მიხედვით შეადგენს 4756031 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნული ვალუტით, მათ შორის მიმდინარე წელს დასაფინანსებელია 1450000 აშშ დოლარის ეკვივალენტის სამუშაოები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა გამოიყოს შესაბამისი ასიგნებები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო-სათვის გამოყოფილი საერთო ასიგნებებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი)

ა) საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ საერთო ასიგნებებ ით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სს „თბილსრესის“რეაბილიტაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად და საამისოდ მიმდინარე წელს დამატებით გამოყოს 1450000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით და გამოიყენოს იგი საკრედიტო რესურსად სს „თბილსრესის“ მიერ №3 და №4 ენერგობლოკების სარეაბილიტაციოდ სს „ელიტტექნოსტროისთან“დამატებით გაფორმებულ ხელშეკრულებათა დასაფინანსებლად;

ბ) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიჯეტის პროექტში ამ მიზნით ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე საკრედიტო რესურსად გაითვალისწინოს ასიგ-ნებათა 3306031 (სამი მილიონ სამას ექვსი ათას ოცდათერთმეტი) დოლარის ეკვივალენტი თანხის გამოყოფა ლარობით;

გ) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში სს „თბილსრესის“რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბ იუ ჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთ კვირაში ამ დანიშნულებით სს „თბილსრესს“კრედიტის სახით გამოუყოს 1450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ათასი დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 2 ივნისის №218 განკარგულებით განსაზღვრული პირობებით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი