„ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№514
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 03/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №514

2006 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და დამატებით სიმძლავრეთა საექსპლუატაციოდ გადაცემის დაჩქარების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებათა განსახორციელებლად უზრუნველყოს საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან ,,ხრამჰესი-2”-ის რეაბილიტაციის პროგრამით დასახულ ღონისძიებათა შესასრულებლად დამატებით 1 720 000 (ერთი მილიონ შვიდას ოცი ათასი) ლარის გამოყოფა და ამ თანხის მიმართვა საკრედიტო რესურსად. ამასთან, გააფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება სსიპ – ენერგოგენერაციასთან ზემოაღნიშნული განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში;

გ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით სსიპ – ენერგოგენერაციისათვის გაცემულ 265 000 (ორას სამოცდახუთი ათასი) ლარის სესხზე 2006 წლის 1 ივნისისათვის გადასახდელი 13 139,60 (ცამეტი ათას ას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარისა და მასზე ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს რესტრუქტურიზაციის თაობაზე;

დ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით სსიპ – ენერგოგენერაციისათვის გაცემული 265 000 (ორას სამოცდახუთი ათასი) ლარის სესხზე 2006 წლის 1 დეკემბრისათვის გადასახდელი 4 637,50 (ოთხი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის სარგებლის გადახდის ვადა გადაიტანოს 2007 წლის 1 ივნისისათვის, ანუ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული მომდევნო გადახდის დღისათვის და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ – ენერგოგენერაციას შორის 2004 წლის 31 დეკემბერს დადებულ სასესხო ხელშეკრულებაში.

2. სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ფირმებთან – ,,სიმენსი” და ,,ფრანკო ტოზი” – გაფორმებული დამატებითი კონტრაქტების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისა და შეფმონტაჟის სამუშაოთა შესრულების მიზნით სათანადო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა ,,ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა უმოკლეს ვადაში დასამთავრებლად და საექსპლუატაციოდ გადასაცემად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შესრულდა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივლისის №341 განკარგულებით გათვალისწინებული დავალება ,,ხრამჰესი-2”-ის სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად ასიგნებებისა და კრედიტების გამოყოფის თაობაზე, აგრეთვე დასრულდა ავტოტრანსფორმატორის 2 ატ-ს მართვისა და დაცვის სისტემების გაშვებაგაწყობის სამუშაოები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.11.2006.
როდის იქნა მიღებული „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ?
„ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ მიღებულია 03.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №514. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ, №514, 03.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2062981/