„ხრამჰესი-2-ის“ №1 აგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№393
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ხრამჰესი-2-ის“№1 აგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სამოქმედო პროგრამის შესაბამისად 2005-2006 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების საბალანსო მონაცემთა ფორმირებისათვის ჰიდროელექტროსადგურ „ხრამ ჰესი-2-ის“№1 და №2 აგრეგატების გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივნისის №229 განკარგულების შესაბამისად №2 აგრეგატზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო №1 აგრეგატი გაჩერებულია ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო. აგრეგატთა რეაბილიტაციის სამუშაოების დაჩქარებისა და ამ მიზნით სათანადო ასიგნების გამოსაყოფად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უმოკლეს დროში უზრუნველყოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან „ხრამჰესი -2-ის“№1 აგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის 529 000 (ხუთას ოცდაცხრა ათასი) ლარის მიმართვა საკრედიტო რესურსად და აღნიშნულის თაობაზე გააფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება სსიპ „ენერგოგენერაციასთან“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივნისის №229 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ (ს. ვარსემაშვილი) ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციისა და ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სესხის გათვალისწინებით განიხილოს სსიპ „ენერგოგენერაციის“წინადადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურ „ხრამი-2-ის” №1 აგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა თაობაზე სათანადო კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით.
3. სსიპ „ენერგოგენერაციამ“„ხრამჰესი“ - №2-ის“№1 აგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულების მიზნით უზრუნველყოს სათანადო კონტრაქტის გაფორმება.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „ხრამჰესი-2“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებისა და მემორანდუმის მიხედვით კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს:
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ხრამჰესი-2-ის“№1 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის შემდგომ რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად გამოყოფილი კრედიტის გადმოწერა NG RG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
– „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა“და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ენერგეტიკის აღდგენის პროექტისათვის NGRG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაბრუნება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მას შემდეგ, რაც დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოხდება მისი გადაბარება სს „ხრამჰესი-2-სათვის“.
5. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივნისის №229 განკარგულებით გათვალისწინებული დავალების შესაბამისად „ხრამ ჰესი-2-ის“№2 აგრეგატის სარეაბილიტაციო და ჰესზე ელექტრომექანიკურ სამუშაოებს წარმატებით ახორციელებენ სს „საქენერგორემონტი“და სს „ენერგოსერვისი“ და მისი დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბოლომდე.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი