„ხრამჰესი-2”-ის ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №70
2006 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„ხრამჰესი-2”-ის ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და დამატებითი სიმძლავრეების საექსპლუატაციოდ გადაცემის დაჩქარების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე უმოკლეს დროში უზრუნველყოს საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში ,,ხრამჰესი-2”-ის რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოყოფილი 1 608 000 (ერთი მილიონ ექვსას რვა ათასი) ლარის მიმართვა საკრედიტო რესურსად და გააფორმოს შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება სსიპ ,,ენერგოგენერაციასთან” ზემოაღნიშნული განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად.
2. სსიპ ,,ენერგოგენერაციამ” გერმანიის ფირმა სს ,,სიმენსთან” გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურზე რეაბილიტაციის, გაშვება-გამართვისა და შეფმონტაჟის სამუშაოთა შესრულების მიზნით უზრუნველყოს სათანადო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა, ,,ხრამჰესი-2”-ის №1 და №2 ჰიდროაგრეგატებისა და ღია ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა უმოკლეს ვადაში დასამთავრებლად და საექსპლუატაციოდ გადასაცემად.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმისა და 2005 წლის 7 ივნისის №229, 2005 წლის 21 სექტემბრის №393 განკარგულებების მიხედვით ,,ხრამჰესი-2” კისრულობს ვალდებულებას:
– უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ,,ხრამჰესი-2”-ის №1 და №2 ჰიდროაგრეგატებისა და ღია ქვესადგურის რეაბილიტაციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად გამოყოფილი კრედიტის გადაწერა №GRG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული კონტრაქტის შესაბამისად;
– უზრუნველყოს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ენერგეტიკის აღდგენის პროექტისათვის №GRG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული 1999 წლის 7 აპრილის ქვესასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასრულებისა და სს ,,ხრამჰესი-2”-ისათვის გადაბარების შემდგომ;
ბ) შესრულდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №339 განკარგულებით გათვალისწინებული დავალება ,,ხრამი-2”-ის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად ასიგნებებისა და კრედიტების გამოყოფის თაობაზე და მიმდინარეობს ,,ხრამი-2”-ის №1 და №2 აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ – ,,ენეგოგენერაციას”, სს ,,ენერგოსერვისსა” და სს ,,საქენერგორემონტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებათა შესაბამისად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი