„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №794
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს №441 განკარგულებით გამოყოფილი საკრედიტო რესურსის უკმარისობიდან და, შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან დამატებით საკრედიტო რესურსად გამოყოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი და სსიპ – ენერგოგენერაციასთან გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს №441 განკარგულების შესაბამისად.
2. სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს №441 განკარგულების შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს სათანადო ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე