გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №359
2007 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ
1. სააქციო საზოგადოება ,,გუდაურის“სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარების, უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, ახალი ძირითადი საშუალებების შეძენის, ტრანსპორტირების, დამონტაჟების, რიგი არსებული ძირითადი საშუალებების კაპიტალური შეკეთების მიზნით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საკრედიტო რესურსად გამოყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „გუდაურს“.
2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2007 წლის 20 დეკემბერი, ხოლო სესხის სარგებლის განაკვეთად – წლიური 12 პროცენტი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარიდან 5 000 000 (ხუთი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარის გადარიცხვა სააქციო საზოგადოება „გუდაურისათვის“სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხოლო დარჩენილი თანხის – შემდგომში, სააქციო საზოგადოება „გუდაურის“სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე.
4. განკაგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი