„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №441
2007 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ
1. ,,ჰიდროელექტროსადგურ „ხრამი–2“-ის რეაბილიტაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებათა განსახორციელებლად „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის გაშვება-გაწყობითი დარჩენილი და დამატებით გამოვლენილი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 1 550 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი და სსიპ – ენერგოგენერაციასთან გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება ზემოაღნიშნული განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად;
ბ) სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ?
- „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ მიღებულია 21.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №441. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების ღონისძიებათა შესახებ, №441, 21.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2225104/