სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №23
2009 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ
1. სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 15 000 000 ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2024 წლის 31 დეკემბერი, სესხის სარგებლის განაკვეთად წლიური 7 პროცენტი, სესხით სარგებლობის 3-წლიანი შეღავათიანი პერიოდით (სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადახდა დაიწყება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ);
ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები გადაურიცხოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2009.
- როდის იქნა მიღებული „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 15.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №23, 15.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2215885/