სს „ტყიბულნახშირის“ ე. მინდელის სახელობის შახტში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№380
2005 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „ტყიბულნახშირის“ე. მინდელის სახელობის შახტში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებისათვის საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფის შესახებ
ქალაქ ტყიბულისა და მისი ზონის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სს „ტყიბულნახშირის“ ფუნქციონირებას. ამასთან, ამ საბადოს რაციონალურად ათვისების პირობებში მას გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგოსექტორის სითბური ბალანსის სტრუქტურის დივერსიფიკაციის საქმეში.
სს „ტყიბულნახშირის“ ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოთა შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) სს `ტყიბულნახშირის~ წინადადების გათვალისწინებით უმოკლეს დროში შეიმუშაოს და წარმოადგინოს ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი საჭირო ფინანსური რესურსებისა და დაფინანსების ვადების ჩვენებით.
2. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში სს ტყიბულის შახტების რეაბილიტაციის ღონისძიებისთვის დამატებით გამოიყოს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი და მიმართულ იქნეს იგი ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის გადაუდებელ სალიკვიდაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად.
3. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“
(გ. ვარსიმაშვილი) სს „ტყიბულნახშირის“ ე. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიის შედეგად შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ნება დართოს სს „ტყიბულნახშირს“, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით გააფორმოს ხელშეკრულება აღნიშნულ სამუშაოთა შესახებ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ა. ბობოხიძემ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი