სს „საპარტნიორო ფონდისთვის“ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფლების გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1894
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1894

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდისთვის“ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფლების გადაცემის შესახებ

1. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მდინარე ნენსკრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ექსკლუზიური უფლება, რომელიც საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენს“ შორის 2010 წლის 11 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში – მემორანდუმი) საფუძველზე მიენიჭა შპს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენს“, გადაეცეს სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდს“ შემდეგი სახით:

ა) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ მიერ დაარსებულ იქნეს სამეწარმეო იურიდიული პირი (შემდგომში – კომპანია), რომელსაც კაპიტალში შენატანის სახით გადაეცემა:

ა.ა) მემორანდუმის საფუძველზე მისთვის მინიჭებული მდინარე ნენსკრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ექსკლუზიური უფლება;

ა.ბ) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ მიერ ნენსრკას ჰიდროელექტროსადგურის მიზნებისთვის სს „ვითიბი“ ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის უფლება-ვალდებულებები;

ა.გ) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ მიერ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებები;

ბ) კომპანია ამოღებულ იქნეს სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენისა“ და, შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზის“ კაპიტალიდან და შეტანილ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული უფლებებისა და კომპანიის გადაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ.  გილაური