საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №648 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, „Citigroup Global Markets Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№790
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №790

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №648 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, „Citigroup Global Markets Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებული სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით საჯარო შეთავაზებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის61 -ე მუხლის შესაბამისად,ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №648 განკარგულება.

2. მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, „Citigroup Global Markets Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს შორის „სამანდატო წერილის“ ფორმით გასაფორმებელი მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების პროექტი (შემდგომში – ხელშეკრულება).

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებით დამტკიცებული სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. მიენიჭოთ უფლებამოსილება სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს გ. ჭილაძეს და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს ი. ეზუგბაიას, ხელი მოაწერონ ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ნ. გილაური