საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1894
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024636
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1894

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების – 2017 წლის 28 და 29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შეუფერხებლად ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ერთობლივად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ღირებულების 1%-ის (მაგრამ არაუმეტეს 12,374.00 ლარისა) გადახდა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს 99%-ის (მაგრამ არაუმეტეს 1,225,000.00 ლარისა) გადახდა საკუთარი სახსრებიდან.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 07.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1894. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024636.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“, №1894, 07.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024636 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3814037/