„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1184
2017 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების (სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა: ჭაბურღილებისა და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისაგან დამცავი გაბიონებისა და სატუმბი სადგურის მოწყობა; საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალდენის ნაწილობრივი მოწყობა (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე)) სახელმწიფო შესყიდვა, 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის (შემდგომში– წესი) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ გავრცელდეს აღნიშნული წესის მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები და მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიისა და წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებებისაგან.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1184. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023915.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №1027 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1184, 09.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023915 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3701068/