საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს რკინიგზას“, „CitiGroup Global Markets Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №648
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს რკინიგზას“, „CitiGroup Global Markets Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს რკინიგზას“, „CitiGroup Global Markets Limited“-სა და „Goldman Sachs International“-ს (შემდგომში – ბანკები) შორის „სამანდატო წერილის“ ფორმით დასადები მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების პროექტი (შემდგომში – ხელშეკრულება).
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 31 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საბანკო გარანტიის მექანიზმის გამოყენების გარეშე, ბანკების ცნობადობისა და მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით.
4. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვაზე არ გავრცელდეს ამავე წესის მე-19 მუხლით დადგენილი პირობები.
5. ხელშეკრულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ბანკებისთვის ანაზღაურება განხორციელებულ იქნეს სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების შედეგად მისაღები თანხებიდან, ხოლო ხელშეკრულების მე‑3 მუხლით გათვალისწინებული თანხები ანაზღაურდეს შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 -ოქტომბრის №2001 განკარგულება.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური