შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№548
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №548

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №215096367) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2016 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით განახორციელოს შემდეგი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა:

ა) შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალ სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული საბაგიროების, მოძრავი ხალიჩისა და დახრილი ლიფტის გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები, ტექმომსახურება, ტექნიკური დათვალიერება/ ინსპექტირება, ექსპერტის მომსახურება და საბაგიროების ელექტრომომარაგების შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება;

ბ) შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, როგორც არსებული, ისე ახალი საბაგიროებისათვის საჭირო გამშვები სისტემები, მათი ინსტალაციის/მონტაჟის/დემონტაჟის მომსახურება, სათადარიგო ნაწილები, საბაგიროს ბილეთები, პროგრამული პაკეტები, მარკეტინგული საშუალებების მოსაწყობად საჭირო სათადარიგო ნაწილები და პროგრამული პაკეტები. ასევე გამშვები სისტემის ელექტრომომარაგების შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება;

გ) შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალ სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სპეციალიზებული ტიპის თოვლსატკეპნი მანქანებისა და ყველა სხვა სახის სპეცტექნიკისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები და ტექნიკური დათვალიერება/მომსახურება;

დ) შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალ სამთო-სათხილამურო კურორტებზე ახალი და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო სხვადასხვა სპეციალიზებული ტექნიკის (ოპერატორებით) ქირავნობა;

ე) შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალი სამთო-სათხილამურო კურორტების წარმატებულად ფუნქციონირებისთვის საჭირო კვლევითი, სატრენინგო, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 – მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                გ. კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2016.
როდის იქნა მიღებული „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 31.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №548. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021148.
სად არის „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №548, 31.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021148 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3252347/