შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1477
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021890
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1477

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ (ს/კ: №236049904), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2016 წლის განმავლობაში, საკუთარი სახსრებით განახორციელოს შემდეგი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარე თეთნულდის მთის ფერდობზე ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და მომსახურებები;

ბ) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარე თეთნულდის მთის ფერდობზე ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სრული საზედამხედველო მომსახურებები;

გ) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარე თეთნულდის მთის ფერდობზე არსებული და ახალი სასრიალო ტრასებისთვის საჭირო ატრიბუტები, დანადგარები, აღჭურვილობა, საქონელი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2016.
როდის იქნა მიღებული „შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 21.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1477. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021890.
სად არის „შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1477, 21.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021890 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3361502/