შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თა­ნ­და­რთული შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სახსრებით საქონლისა და მო­მ­სახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის  31 მაისიდან.
მუხლი 3
დადგენილება   ძალაშია  ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის” სახსრებით საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუ­შა­ვე­ბუ­ლია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირ­ველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს ,,თეთნულდი დევე­ლოპმენტის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპე­ციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქო­ნლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შე­უ­­ფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

2.  შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელ­დე­ბა საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სა­ხელ­­მწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპ­რი­ლის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტ­რო­ნული ტენ­დე­რისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის და­მ­ტკიცების შესა­ხებ“.

3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფი­ნა­ნსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პრო­ცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამარ­თა­ლუ­რთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთ­ხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკა­ვ­შირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბი­ექ­ტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხო­ლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ საქონლისა და მომ­სა­ხურების შესყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „თეთნულდი დეველოპმენტი”;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათე­ბლე­ბის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შეს­ყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძა­ნე­ბით;

ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქო­ნ­ლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გა­რ­და. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯა­რას, ქირავნობასა და ლიზინგს;

ზ) გამარტივებული შესყიდვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სა­შუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივე­ბუ­ლი) შერჩევა;

თ) პირობათა გამოკითხვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამა­რ­ტი­ვებული საშუალება;

ი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ,,სახელმწიფო შესყიდვების შე­სახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;

კ) ელექტრონული ტენდერი – ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქარ­თვ­ე­ლოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;

ლ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც მონაწილეობს პი­რო­ბათა გამოკითხვის პროცედურაში;

მ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტს” აწვ­დ­ის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;

ნ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეი­ძ­ლე­ბოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეი­ძ­ლე­­ბა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;

ო) კომისია – შპს ,,თეთნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელის ბრძა­ნე­ბით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადა­წ­ყვე­ტილებებს.

მუხლი 3. შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” უფლება-მოვალეობები

 შპს „თეთნულდი დეველოპმენტი” უფლებამოსილია:

ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები;

ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შეს­ყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „თეთნულდი დეველო­პმე­ნტისათვის” წამგებიანი აღმოჩნდება;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეს­რუ­ლების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კა­ნო­ნმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

მუხლი  4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება საკვა­ლი­ფიკაციო მონაცემებისა და პირობათა გამოკითხვის წინადადების განხი­ლ­ვას, შერჩევასა და შეფასებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმა­ხორ­ციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმ­წო­დებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კო­დე­ქ­სის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვე­ტი­ლე­ბის მიღების მიზნით.

4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენ­დენ­ტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კო­ნფლიქტს.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმა­ხორ­ციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.

მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა

1. შპს „თეთნულდი დეველოპმენტი” შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ გან­საზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფი­ნანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შეს­ყი­დვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.

მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი

1. შესყიდვის საშუალებებია:

ა) გამარტივებული შესყიდვა; 

ბ) პირობათა გამოკითხვა;

გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;

დ) ელექტრონული ტენდერი.

2. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხ­ლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის სა­შუ­ალებით, შემდეგი  პირობებიდან ერთ-ერთის არსებობისას:

ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი კა­ლენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 150 000 ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პი­რის ექსკლუზიური უფლება;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თა­ვი­დან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვე­ვე­­ბისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღი­რე­ბულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქო­ნე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერუ­ლი ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტ­რო­გე­ნერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმი­ე­რი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბ­რუ­ნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომე­ლიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;

ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შეს­ყი­დვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ხა­რ­ჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგე­ნი­ლი გადასახდელების გადახდის გზით;

ზ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვ­რუ­ლი წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუ­ალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სა­ჭი­რო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა;

თ) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გა­და­­უ­დებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყი­დ­ვე­ლი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან კომისია.

4. შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებუ­ლე­ბას შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ - „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში;

ბ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;

გ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რო­მლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა;  

5. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.

6. შპს „თეთნულდი დეველოპმენტი”-ს ხელმძვანელის გადაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განხო­რციე­ლ­დეს ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენ­დე­რის მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­სა­ბამისად.

მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „თე­თნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელი არანაკლებ 3 წევრის შემად­გე­ნ­ლობით.

2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” თა­ნა­­­­მშრომლები.

3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” ხელმ­ძღ­ვა­­ნელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კო­ნ­­სულ­ტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეცი­ალი­ს­ტე­ბი.

5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგე­ნლო­ბ­ის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადა­წ­­ყ­­ვე­ტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომე­ლიც უნ­­­­და დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწი­ლე­ბის შე­­­­­მ­­თ­ხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდო­მა­ზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ

1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „თეთნულდი დეველო­პ­­მენტის” სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დო­­კუ­მენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შე­სა­ხებ განცხადებას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უ­ნ­­­­­­­­­და იყოს:

ა) შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” რეკვიზიტები;

ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავ­თო­ბპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალე­ბად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა” გაითვალისწინოს განსაზღ­ვ­რული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსე­ბუ­ლი მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქ­ტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრუ­ლე­ბის ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „თეთ­ნუ­ლ­დი დე­ველოპმენტი” საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზ­ნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;

დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ად­გი­ლი და ენა;

ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მო­თხოვნის შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.

3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კო­მი­სია.

4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შე­სა­ხებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამო­ქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა გან­ცხა­დება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფო­რ­მა­ცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რო­მ­­ლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.

5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვ­ლი­­ლებები უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სა­­ხით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დო­კუმენტაცია გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გა­მო­­მდინარე.

მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.

მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია

1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შე­სახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.

2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;

ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის და­სახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);

გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;

დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

ე) შეფასების კრიტერიუმებს.

მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი

1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარ­დგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადა­დე­ბე­ბის შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.

2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წე­რილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.

3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მი­ღე­ბის დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის და­სრულებიდან 2 დღის ვადაში.

4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თა­ნმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემ­თ­ხ­ვევაში – შესყიდვის ობიექტის ნიმუში;

ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკე­თი­ლსინდისიერ ქმედებას;

გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონა­ცე­მე­ბი ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სა­ხის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დო­კუმენტის ხელახალი წარდგენა.

6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში და­შვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კო­მი­სიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გა­მოსწორება.

7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რო­მლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შე­ფა­სე­ბაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წა­რ­დგენილი ფასის შეცვლა.

8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერი­უმე­ბი­სა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტე­რი­უმები:

ა) წინადადების ღირებულება;

ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;

გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქ­ცი­ო­ნა­ლური მახასიათებლები;

დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.

10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფ­რობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორი­ტეტუ­ლო­ბის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამა­ს­თან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდ­რიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათ­ვა­ლი­სწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.

11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრ­ე­­ტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათ­ქუ­ლიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდე­ნ­ტი­სა­თ­ვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტუ­ლო­ბის კო­ე­ფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოით­ვლება თი­თო­ე­უ­ლი პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შე­ფა­სე­­ბა ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.

12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სი­ითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმა­თა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯ­დო­­მარის დასკვნა.

13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გა­მა­რჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რო­მე­ლსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნ­და იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.

  მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები

1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუ­მე­ნ­ტაციაში მითითებულ ადგილზე და დროს.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დოკუმენტაციაში არ მიუ­თი­თოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო. ასეთ შემთხვევაში შემ­­ს­ყი­დველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრუ­ლე­ბი­­­სთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის და­­წყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრე­ტენდენტებს.

3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რო­მ­ლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფა­სე­ბაზე.

4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწი­ლე­ო­­ბაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთ­ხ­ვე­ვა­ში ძალაში რჩება და ფიქსირდება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წი­ნა­­და­დე­ბის პირვანდელი ფასი.

5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭ­რო­ბის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნი­შნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენ­დე­ნ­ტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლება­დო­ბის პრი­ნციპის დაცვით.

6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასე­ბა­ზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრი­ნ­ცი­­პით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.

7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თა­ვი­სი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენ­ტ­ში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.

8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრე­ტე­ნ­დენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წე­ვ­რი და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მო­ნა­­წილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, რო­გორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფა­ს­ზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.

9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხო­რ­­ციელდება ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით გან­სა­ზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „თეთნულდი დეველოპმენტს” შორის იდება ხელშეკრულება.

2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკ­რუ­ლების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინა­და­დებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრე­ტე­ნდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მო­ნაწი­ლეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინა­და­დებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი გან­ხი­ლვა.

მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალი­ფი­კა­ციო მონაცემები და/ან წინადადება;

ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინა­და­დება არ შეესაბამებოდა შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მოთ­ხო­ვ­ნე­ბს;

გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს „თე­თ­ნულდი დეველოპმენტის” ფინანსურ შესაძლებლობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარ­დე­ბა ხელახალი პირობათა გამოკითხვა ან, კომისიის გადაწყვეტილებით, აუცი­ლე­­ბლობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყი­დ­ვის საშუალებით.  

მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეა­ქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირო­ბა­­თა გამოკითხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „თე­თ­ნულდი დეველოპმენტის” ხელმძღვანელს უფლება აქვს, შეცვალოს კო­მის­ი­ის შემადგენლობა.

  მუხლი 16. შესყიდვის შესახებ გარიგების (ხელშეკრულების) გაფორმების წესი

1. შესყიდვის შესახებ გარიგება (ხელშეკრულება) იდება წერილობითი ფო­რ­მით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალე­ბით განხორციელებული შესყიდვისას;

ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხო­რცი­ელებისას;

გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გა­და­ხდის გზით განხორციელებული შესყიდვისას;

დ) შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.

3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტი­რე­ბის მექანიზმი.

4. ხელშეკრულების შესრულებისა და ავანსის უზრუნველყოფის გარან­ტი­ების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავა­ნსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონმდებლობით გა­თვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

ბ) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სა­ვა­­ლდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღი­რე­ბუ­ლება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს;

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკ­რუ­ლების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელ­შე­კრულების ღირებულების 1%-დან 5%-მდე ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკ­რუ­­ლება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმ­ე­ნ­­ტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

7. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლე­ბით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინ­­ტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

8. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლი­ლების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარეს­დე­ბა ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა სა­ქარ­თველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემ­თხვე­ვე­ბი­სა.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალი­სწი­ნე­ბუ­ლი პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირვე­ლად და­დე­ბუ­ლი ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდე­ნობით გა­ზრდა.

მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა

 შპს „თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ განხორციელებული საქონლისა და მომ­სახურების შესყიდვებზე ინფორმაცია წარედგინება საჯარო სამართლის იუ­რიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კანო­ნმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავ­რო­ბის დადგენილებით.