შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№844
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023696
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №84 4

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ (ს/კ: 405158804) მიეცეს უფლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) მდებარე ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2 636 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11–მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №844. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023696.
სად არის „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №844, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023696 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3666082/