სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
განკარგულება №2615
2016 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიეცეს უფლება, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის შენობაში დარბაზებისა და ოთახების შესაბამის დონეზე მოწყობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების (ფარდები, ავეჯი, საოფისე ტექნიკა, ელექტროსაქონელი, ჭურჭელი, დამხმარე აქსესუარები) და თანმდევი მომსახურების (მოწოდება-დამონტაჟება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 350000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, წინასწარი ანგარიშსწორების წესით, საბანკო გარანტიის გარეშე.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამ წესის მე-11-მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 22.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2615. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022775.
- სად არის „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2615, 22.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022775 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3516990/