სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1355
2016 წლის 7 ივლისი
ქ.თბილისი
სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცეს უფლება, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 769 800 (შვიდას სამოცდაცხრა ათას რვაასი) ლარის ფარგლებში, სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის 2016 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და საკუთარი სახსრებიდან.
2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორებისას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი