სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის უკრაინაში ქართული ღვინის დაცვის მიზნით უფლებამოსილების მინიჭებისა და მის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №645
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის უკრაინაში ქართული ღვინის დაცვის მიზნით უფლებამოსილების მინიჭებისა და მის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
უკრაინაში ქართული ღვინის დასახელებების (მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებების), ასევე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული აღნიშვნების დაცვის მიზნით:
1. მიენიჭოს უფლებამოსილება სსიპ – ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უკრაინაში ქართული ღვინის დასახელებების (მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებების), ასევე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს № 13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ დადგინდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები და არ გავრცელდეს ამ წესის მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი