სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1395
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1395

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცეს უფლება, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამავე ცენტრისთვის ნებადართული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორებისას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი