სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2702
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022879
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2702

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) ლიტერატურული თარგმანებისა და მათი გამოცემების ხელშეწყობისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგამომცემლო პროექტების ხელშეწყობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

გ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონებისა და ეროვნული პროგრამების და პროექტების წარდგენისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

დ) სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ თუ საგამომცემლო ღონისძიებასა და სემინარში ქართველი მწერლების, მთარგმნელების, ილუსტრატორების, გამომცემლების, კრიტიკოსების, ლიტერატურისა და კულტურის ჟურნალისტების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ე) 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტთან დაკავშირებით ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2016.
როდის იქნა მიღებული „სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 29.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2702. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022879.
სად არის „სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №2702, 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022879 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3544150/