სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1073
2014 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს:
ა) კონკურსების წესით გამოვლენილი ლიტერატურული თარგმანების და მათი გამოცემის ხელშეწყობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონების და ეროვნული პროგრამების წარდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და მის კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
დ) ქართველი მწერლების და ლიტერატურის მთარგმნელების საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, კონფერენციებში, ფორუმებში, სემინარებში, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ე) ქართული ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრები მთარგმნელებისთვის კონკურსების წესით საქართველოში სარეზიდენტო პროგრამების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ვ) გამომცემლებისათვის, ლიტერატურის მთარგმნელების და ლიტერატურული აგენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების უზრუნველყოფისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 16.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1073. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017268.
- სად არის „სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1073, 16.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017268 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2379281/